რამდენი ადამიანი შეამოწმეს კორონავირუსზე საქართველოში

საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე ყოველდღიურად დაახლოებით ხუთი ათასი ტესტი ტარდება.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსზე ჩატარებულია 283 ათასი PCR–ტესტი და 180 ათასი ექსპრეს–ტესტი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

იმნაძე: თუ ასეთი რამდენიმე ლოკაცია გაჩნდება, დაავადებას ვეღარ შევაკავებთ

მისი თქმით, PCR–ტესტებს ამჟამად იყენებენ სვანეთსა და ყაზბეგში, ხოლო ექსპრეს–ტესტებს – ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების შემოწმებისას.

„მესტიასა და ყაზბეგში ყველა არის PCR–ტესტი. 283 ათასი PCR–ტესტი არის დღეისათვის უკვე ჩატარებული. დღიურად 4800-ზე მეტი PCR–ტესტი კეთდება. კიდევ ჩატარებულია 180 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი. ეს ძირითადად მუშაობს ტრაილერის მძღოლებზე, რომლებიც სამ დღეში ერთხელ იტესტებიან“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძე: 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან – ეს ძალიან ბევრია>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1278 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 1058, გარდაიცვალა 17 პაციენტი.