ყვითელი ამბები

ლელა კაკულიას ქალიშვილი გათხოვდა – ნახეთ ვინ არის გოგონას რჩეული – ფოტოები

ცნობილი წინასწარმეტყველის ქალიშვილი საზოგადოებამ შარშან გაიცნო, როდესაც ის თაკო ჩარკვიანის ახლად დაარსებულ პარტიაში გაწევრიანდა. თამარ პატარაიამ რჩეულთან ერთად ხელი უკვე მოაწერა. წყვილი ქორწილსაც გეგმავს.
Sputnik

ცნობილი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას შვილი თამარ პატარაია გათხოვდა. წყვილმა ბათუმში თამარობას, 14 მაისს ხელი მოაწერა და გრანდიოზულ ქორწილს უახლოეს მომავალში გეგმავს.

თამარ პატარაიას რჩეული ყოფილი კალათბურთელი ჯაბა ჯაფარიძეა. გოგონამ რამდენიმე ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ნიშნობის ბეჭედი ჩანს. „მე ვთქვი დიახ” ეწერა ფოტოს.

წყვილის ხელის მოწერის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თამარ პატარაია საზოგადოების ყურადღების ქვეშ 2019 წლის დასაწყისში მოექცა, როდესაც პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის ახლად დაარსებული პარტია „კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ წევ­რი გახდა, თუმცა თამარმა პარტია მალევე დატოვა.

თამარ პატარაიას ცნობილი წინასწარმეტყველი დედა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი პოლიტიკისთვის ემზადება, ის საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს და ერთ-ერთი წამყვანი მინისტრიც კი გახდება.

ლელა კაკულიას თქმით, მის შვილს წინასწარმეტყველური უნარებიც აღმოაჩნდა, რაც ასევე დაეხმარება პოლიტიკაში ყოფნისას.

თამარს განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ჯერ კოლეჯი დაამთავრა კემბრიჯში, შემდეგ კი სწავლა კილის უნივერსიტეტში განაგრძო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე (იხილეთ ინტერვიუ). ამჟამად მაგისტრანტია - ევრაზიისა და კავკასიის კვლევების მიმართულებით.

კურსის დამთავრების შემდეგ კი კიდევ ერთი მაგისტრატურის გავლა აქვს დაგეგმილი კვლავ დიდ ბრიტანეთში - კიბერუშიშროების ან კონფლიქტოლოგიის განხრით. ეს გადაწყვეტილება თამარმა დედასთან, ქალბატონ ლელა კაკულიასთან ერთად მიიღო. ბოლოს კი, რაღა თქმა უნდა, დოქტორის ხარისხსაც შეეჭიდება.