თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 აგვისტოს დილისთვის 19 936 210 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 732 499, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.
ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 10 697 832 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 606 373. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 216 033 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 268 ადამიანი.
ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 20 223 306 შემთხვევა და გარდაცვლილია 740 276 ადამიანი.
საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1278 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1058, გარდაიცვალა 17 პაციენტი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.