გახარია: დიდგორი იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება
© Sputnik
„გილოცავთ დიდგორობას! – საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი. თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორია, ესაა ყოველდღიურობა. ამ ქვეყნის ცხოვრება ყოველთვის თავდადება და ბრძოლაა“, – ამბობს გიორგი გახარია.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.