თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევიდან ხუთი საქართველო–რუსეთის საზღვარზე საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ თანამშრომელია, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები და მათი წყაროები>>
ამ დროისთვის ინფიცირებულთა პირდაპირი და ირიბი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
„ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება იყოს (წყარო, კონტაქტი), ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსი შემთხვევები ბოლო დროს გახშირდა. მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა სვანეთის რეგიონი – იქ გუშინ ინფიცირების 25 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1264 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1054, გარდაიცვალა – 17.