სოზარ სუბარი: მესტიაში ყველაზე ცხელი წერტილი ლენჯერია

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს  420 ზე მეტი ტესტის პასუხს ელოდებიან,  განაცხადა პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.
Sputnik
 სოზარ სუბარი: მესტიაში ყველაზე ცხელი წერტილი ლენჯერია
„ყველაზე მთავარი ცხელი წერტილი ამ წუთში არის  ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნა აღებული, 100 ნიმუშია აღებული დანარჩენი სოფლებიდან. დღეს დაგეგმილია ამ რაოდენობების გაზრდა. შეირჩა სავარაუდოდ ყველაზე დაზიანებული ადგილები, ეს არის ლენჯერი, დაბა მესტია, სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს, რომ დღეს ლენჯერი  ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო, საიდანაც დაიწყო გავრცელება და ვფიქრობ  ჩვენ ამას მოვახერხებთ დღის განმავლობაში“ - განაცხადა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში დაფიქსირდა. ამ 17 ადამიანიდან შვიდი მესტიის მცხოვრებია.