სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ: მოსალოდნელია წვიმა, წყალდიდობა, შტორმი

უახლოეს სამ დღეს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქარი, ზღვაზე მცირე შტორმი და ასევე შესაძლებელია წყალდიდობა
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი – სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ იქნება წვიმა, სეტყვა, ქარი, წყალდიდობა და შტორმი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება თბილისში 13 აგვისტოს

„14 აგვისტომდე საქართველოში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უხვი ნალექის გამო მთიან ზონებში შეიძლება მეწყრული პროცესები გააქტიურდეს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, ნათქვამია განცხადებაში.