კორონავირუსი სვანეთში: ტურისტები კარანტინში გადაყავთ

სვანეთში დასასვენებლად წასული რამდენიმე ასეული ქართველი ტურისტის შვებულება მკაცრი კარანტინით დასრულდა. იხილეთ Sputnik−საქართველოს ვიდეოში, თუ რა ვითარებაა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების გამო
Sputnik

მესტიის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა მას შემდეგ, რაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 25-მდე გაიზარდა.

ყველა, ვინც დასასვენებლად მესტიაში იმყოფებოდა, ვალდებულია გაიაროს კარანტინი. 500-ზე მეტი ტურისტი გადაიყვანეს საკარანტინო ზონებში, მათგან 343 ადგილობრივ სასტუმროებში გადაანაწილეს, 171 კი აჭარის საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

რეგიონში მასშტაბური ტესტირებები მიმდინარეობს, ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბიც, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდება სიტუაციას.