COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში: 20 მილიონზე მეტი – 11 აგვისტოს მონაცემები

მსოფლიოში კორონავირუსის დარეგისტრირებულმა შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა, იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 აგვისტოს დილისთვის 19 718 030 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 728 013, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ჯანმო: კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს>>

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 10 590 929 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 582 911. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში 253 409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 719 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე–ღამეში

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 20 014 574 შემთხვევა და გარდაცვლილია 734 803 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1264 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1054, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.