მინსკის არეულობები ფოტოებში

Sputnik

გუშინ საღამოს ადამიანები მიზანმიმართულად გავიდნენ დედაქალაქის ქუჩებში, რათა უკმაყოფილება გამოეთქვათ არჩევნების შედეგების მიმართ. ძალოვნები ამ დროისათვის მზად იყვნენ და დაიწყეს სპეცტექნიკის გამოყენება.

ყველაზე მასობრივი აქციები სავაჭრო ცენტრი „რიგას“ მახლობლად იმართებოდა. ავტომობილისტებმა დემონსტრაციის ადგილისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს სატრანსპორტო საშუალებებს, მომიტინგეებმა კი ბარიკადები აღმართეს. ისინი იყენებდნენ ლითონის ჯებირებს, ხის პალეტებს, სანაგვე ურნებსა და სასურსათო კალათებს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს, ტაშს უკრავდნენ და კვამლს აფრქვევდნენ. თავის მხრივ, სამართალდამცველებმა გამოიყენეს შუქბგერითი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, დააკავეს აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რეანომობილებიც.

1 / 12
ბელარუსში ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო
2 / 12
შეკრებილთა დასაშლელად გამოვიდნენ ძალოვნები
3 / 12
მომიტინგეთა დასაშლელად იყენებდნენ შუქბგერით ყუმბარებს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს
4 / 12
ჯამში დაახლოებით სამი ათასი ადამიანია დაკავებული
5 / 12
საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, თუმცა განსაკუთრებით ბევრი მომიტინგე მინსკში შეიკრიბა
6 / 12
არეულობებში ათობით ადამიანი დაშავდა
7 / 12
უფლებადამცველმა ცენტრმა „ვესნამ“ სპეცტექნიკის შეტევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია
8 / 12
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. „აუცილებელია აღინიშნოს, რომ კანონდამრღვევთა წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი არ გამოყენებულა. დაღუპულები არ არიან“, - განაცხადეს სამინისტროში
9 / 12
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მომიტინგეები იყენებდნენ სკამებს, ჯოხებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და აალებად სითხეებს
10 / 12
მომიტინგეების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის მოწყობისა და მილიციელებზე ძალადობის მუხლებით
11 / 12
დაკავებულებს რვიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
12 / 12
საპროტესტო აქციები და არეულობები მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ