როგორი ამინდი იქნება თბილისში 13 აგვისტოს

ხუთშაბათს დედაქალაქში ძირითადად მოღრუბლული ამინდი იქნება, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ხუთშაბათს, 13 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, მზე ხანდახან გამოანათებს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +22, ხოლო დღისით +31 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:07 საათზე ამოვა და 20:02 საათზე ჩავა.