ყვითელი ამბები

სოფო ნიჟარაძეს უსიმპათიურესი ძმა ჰყავს – ნახეთ როგორ ჰგავს ის დას

დასთან შედარებით ირაკლი ნიჟარაძეს საჯაროდ გამოსვლა არ ხიბლავს. თუმცა, მედიის ყურადღება არაერთხელ მიიქცია. უსიმპათიურესი მამაკაცის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჰგავს თუ არა უმცროსი ძმა გამოჩენილ მომღერალს?
Sputnik

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი ცნობილი მომღერლის სოფო ნიჟარაძის ძმაა. არხის რეორგანიზაციის დროს ირაკლი ნიჟარაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა და სამსახურიდან წავიდა. არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი პოპულარული დის გვერდით სულ რამდენჯერმე გამოჩნდა. პირველად საზოგადოებამ ირაკლი სოფოსთან ერთად სიმღერისას შენიშნა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად ირაკლიმ დასთან ერთად „გარეპა“.

და-ძმამ რამდენიმე წლის წინ დიდი დარტყმა მიიღო. 2013 წელს მათ შეხმატკბილებულ ოჯახში, როგორც სოფო ამბობდა, ტრაგედია დატრიალდა. ამ პერიოდში სოფო მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე იყო. მომღერალმა ამ ტკივილს, უსაყვარლესი მამის მოულოდნელ გარდაცვალებას ვერ გაუძლო და პროექტი დატოვა. მან მამის გარდაცვალების შესახებ საცეკვაო მოედანზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო. ტკივილი ოჯახის წევრებისა და, განსაკუთრებით, ძმის დახმარებით გადაიტანა. სოფოსა და მის ძმას ირაკლის შეუდარებელი ურთიერთობა აქვთ, საერთო ტკივილი კი უფრო აერთიანებთ.

მრავალ ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი საზღვარგარეთის დიდ სცენებს სირთულეების გარეშე იპყრობს. სოფო ნიჟარაძე შეუდარებელ ფორმაშია. მან რამდენიმე პროექტის ჟიურის წევრობა მოხდენილად შეითვისა და ერთ-ერთი გამორჩეული და სამართლიანი წევრი გახდა. 2017 წელს ულამაზესი მომღერალი საუკეთესო მომღერალ ქალად აღიარეს სიმღერით „მაპატიე“. სოფო იშვიათად ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს ბუნებრივი ფოტოებით, ვინაიდან მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კონცერტებთანაა დაკავშირებული და გრიმით ყოფნა უწევს.