COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს ორასზე მეტი მოქალაქე აზერბაიჯანში გაემგზავრება

350-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის არიან აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრება.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის მოქალაქეების მორიგი ჯგუფი გაემგზავრება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 30 ათასს აღწევს

სულ იგეგმება 352 ადამიანის გაყვანა, მაგრამ აქედან აზერბაიჯანის მოქალაქე მხოლოდ 107-ია. ამ ჯგუფში ასევე არის საქართველოს 233 და რუსეთის 12 მოქალაქე.

ამ ადამიანებს ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და მათი შედეგები დამაკმაყოფილებელია. შესაბამისი ცნობის მიღების შემდეგ ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოდან ექვსი ავტობუსით საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრისკენ გაემგზავრებიან.

პანდემიის პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.