საქართველოს პრეზიდენტი მასმედიაში დანაშაულის ჭარბი გაშუქების წინააღმდეგია

დაუშვებელია ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გაუარესება, მაგრამ, ამასთან, არ შეიძლება ის ვაქციოდ მონსტრად, რომელიც რეალობაში არ არსებობს, მიაჩნია პრეზიდენტს.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქართულ მასმედიაში დანაშაულის ჭარბად გაშუქება ახალგაზრდობის ფსიქიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, დანაშაული თანამედროვე სამყაროს სენია, მაგრამ საქართველოში არ ხდება ისეთი რამ, რაც სხვაგან არ ხდება.

კრიმინალი პანდემიის პირობებში: რა დანაშაული მოხდა საქართველოში წლის დასაწყისიდან?

„მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც, სამწ​უხაროდ, ყველგან ხდება. ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა რომ აჩვენოს“, – განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი აზრით, იმის მოსმენა, რასაც დილიდან საღამომდე გადასცემენ ტელევიზიით, ძალიან მძიმეა.

„ეს ჩვენს ახალგაზრდობაზე და მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რატომ ვერ იგებს მასმედია ზურაბიშვილის ქართულს? „დაბულინგებული" პრეზიდენტი გვირჩევს, რომ...>>

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს არ უნდა გავხადოთ მონსტრი, რომელიც არ არის ამ ქვეყანაში.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით დაფიქსირდა დაახლოებით 27,8 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16,8%-ით ნაკლებია.