კორონავირუსი საქართველოში: დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებრი ზრდა

გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 25-ით გაიზარდა და 1250-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.