COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში – 10 აგვისტოს მონაცემები

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 273 552 ადამიანით გაიზარდა, გარდაიცვალა 6 207 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 აგვისტოს დილისთვის 19 462 112 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 722 285, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ბილ გეიტსი: ეკოლოგიური კატასტროფა კორონავირუსზე საშინელი იქნება>>

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 10 447 261 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 562 274. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში 273 552 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 207 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში: დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებრი ზრდა

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 19 792 519 შემთხვევა და გარდაცვლილია 730 089 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1250 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1010, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.