კახეთში 70 წლის მამაკაცს ეძებენ

სამძებრო პროცესში ჩართულია საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში რამდენიმე დღეა, 70 წლის მამაკაცს, ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი დაიკარგა საქართველოში წლის დასაწყისიდან

მერაბ (აბელა) ამბროსიძე სახლიდან ოთხი დღის წინ,  დილით გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ოჯახმა სამართალდამცველებს საკუთარი ძალებით უშედეგო ძებნის შემდეგ მიმართა.

სამძებრო პროცესში ჩართულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.