თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში ავტომობილი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი – არასრულწლოვანი, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში.
უწყების ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრია – ქალი, მისი რძალი და არასრულწლოვანი შვილიშვილი. მათი ცხედრები სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ავარიის შედეგად ოთხი დაშავებული მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.
გამოძიებას შსს აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.