დაგეგმეთ დასვენება აგვისტოში: როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით აგრილდება – სინოპტიკოსები ტემპერატურის 3–5 გრადუსით შემცირებას ვარაუდობენ, დროგამოშვებით იწვიმებს.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 10 აგვისტოდან ამინდი შესამჩნევად გაუარესდება – უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმები და ტემპერატურის შემცირება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება თბილისში 12 აგვისტოს

„10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

დედაქალაქში სიცხე 11 აგვისტომდე შენარჩუნდება, შემდეგ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ტემპერატურა 3–5 გრადუსით დაიკლებს.