ყვითელი ამბები

„დამაწიეს გზაში“ – ასე უცნაურად გაიგო ხატია სიჭინავამ ყავის მეშვეობით, რომ ბიჭს ელოდებოდა

ხატია სიჭინავამ რამაზ ნოზაძეს სამი გოგონას შემდეგ ნანატრი ბიჭი გაუჩინა. აღმოჩნდა, რომ წყვილმა დიდხანს არ იცოდა შვილის სქესი. ხატია ყავის ჭიქის ფოტოს აქვეყნებს, სადაც უცნაური გამოსახულება ჩანს.
Sputnik

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. წყვილმა ნანატრ ვაჟს მიქაელ-გიორგი დაარქვა. რამაზ ნოზაძეს საგანგებო მდგომარეობის გამო შვილთან სამშობიაროში არ უშვებდნენ, და მხოლოდ სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ შეხვდა მეოთხე შვილს.

ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ბოლოს სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავდა. ცოტა ხნის წინ ყოფილმა ტელეწამყვანმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ წყვილმა ბავშვის სქესი დიდხანს არ იცოდა. ხატიამ ყავის ჭიქის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც, მამაკაცის სასქესო ორგანოს მიმსგავსებული გამოსახულებით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ამიტომ „უწინასწარმეტყველეს“, რომ ბიჭზე იყო ორსულად.

ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.