მსოფლიო დღეს

არასრულწლოვნებზე არ გაიყიდება: შექმნილია ალკოჰოლური ნაყინი

ახალი სახეობის ნაყინი, რომელიც მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს შეიცავს, 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე არ გაიყიდება
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ნიუ–იორკის ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე გასცა ნაყინის წარმოების უფლება, რომელშიც ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ  ლიქიორი იქნება შერეული, იუწყება გაზეთი Travel and Leisure.

ნუგბარი „დისნეილენდიდან“ - გამჟღავნდა Dole Whip-ის უმარტივესი რეცეპტი

კანონის თანახმად, ნაყინის სიმაგრე არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს და ამასთან არ უნდა გაიყიდოს 21 წლამდე ასაკის ადამიანებზე.

ნიუ–იორკის–შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს მიაჩნია, რომ ახალი კანონი, გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს დააკმაყოფილებს, ასევე სტიმულს მისცემს მცირე ბიზნეს, ნიუ–იორკის შტატის ფერმერებს, რომლებიც კრაფტულ სასმელებსა და რძის პროდუქტებს აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ დამათრობელი ნუგბარი, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ბევრნაირი გემოსი იქნება და ყველა ტიპის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.