COVID-19 - ბოლო ცნობები

ყურადღება, სლოკინი! კორონავირუსმა არატიპური სიმპტომი გამოავლინა

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, მეცნიერების აზრით, აუცილებელია მის ყველა არატიპურ გამოვლენაზე გამახვილდეს ყურადღება
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ხშირი სლოკინი შესაძლოა კორონავირუსის განვითარების ერთ–ერთი ნიშანი იყოს, ვარაუდობენ ამერიკელი მეცნიერები.

შესაბამისი დასკვნები მათ ჟურნალ The American Journal of Emergency Medicine–ში გამოქვეყნებულ კვლევაში ჩამოაყალიბეს.

სლოკინი ახალშობილის ტვინს ავითარებს: ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგების დასკვნა

მესიკოსებმა ესოდენ მოულოდნელი დასკვნა მას შემდეგ გააკეთეს, რაც 62 წლის ჩიკაგოელი პაციენტი გამოიკვლიეს. ირკვევა, რომ მას COVID-19–ის არცერთი მანამდე ცნობილი სიმპტომი არ უფიქსირდებოდა — ხველება, სხეულის მაღალი ტემპერატურა თუ ტკივილები მკერდის არეში. სამაგიეროდ მამაკაცი ოთხი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ასლოკინებდა.

კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ხოლო პაციენტის ფილტვებში, რომელსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, დაჩრდილვა აღმოაჩინეს.

ექიმების თქმით, ეს პირველი დარეგისტრირებული შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სლოკინს უჩიოდა. ამასთან დაკავშირებით, სპეციალისტები მოუწოდებენ საზოგადოებას, ყურადრება გაამახვილონ სლოკინზე, რომელიც შესაძლოა იყოს კიდეც COVID-19–ით დაავადების სიგნალი.

ამასთან სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და ამიტომაც აუცილებელია, რომ დაავადების თითოეულ არატიპურ გამოვლენაზე ყურადღება გამახვილდეს.