თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებული მეხანძრეები აუხსნელი მოვლენის მოწმეები გახდნენ და ზებუნებრივი ძალების არსებობაში დარწმუნდნენ, იუწყება გამოცემა Daily Star–ი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა არგენტინის ქალაქ სანტა-ფეში მოხდა. მეხანძრეები ფერმერებმა გამოიძახეს საძოვრებზე გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა და მალე ტყესა და ახლომდებარე ნაგებობებსაც გადაედებოდა.
მეხანძრეთა ბრიგადა, გერმან ჩეკის მეთაურობით, რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა ძლიერ ცეცხლს საძოვრებზე. როდესაც მისი ბოლომდე ჩაქრობა მოხერხდა, მათ უცნაური რამ შენიშნეს: გადამწვარი მინდვრის შუაგულში მდებარე ერთ მცირე მონაკვეთს, რომელზეც დაღუპული 13 წლის გოგონას სამახსოვროდ ქრისტიანული ჯვარი იყო აღმართული, ცეცხლი საერთოდ არ შეხებოდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ალის ენებმა უბრალოდ ვერ გადალახეს ჯვრის გარშემო არსებული უხილავი ზღვარი.
მათ ეს უცნაური და აუხსნელი მოვლენა ვიდეოზე აღბეჭდეს,რომლის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ:
გერმან ჩეკი, რომელიც 25 წელია, მეხანძრედ მუშაობს, გაოგნებული ამბობს, რომ მსგავსი უცნაური მოვლენა ხანძრისას მანამდე არასდროს უნახავს.
„მე არც ისე მორწმუნე ადამიანი ვარ, მაგრამ შეხედეთ ამას: მინდორის მთლიანად დამწვარია, ჯვრის გარშემო კი ყველაფერი ძველებურადაა“, — ამბობს მეხანძრე.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული მემროალი ადგილობრივ მცხოვრებს, სახელად ჰუგოს დაუდგამს თავისი 13 წლის გოგონას სამახსოვროდ, რომელიც 1997 წელს დაღუპულა ავტოკატასტროფაში. მამაკაცის თქმით, ჯვრის გადარჩენით მას ღმერთმა იმის ნიშანი მისცა, რომ ის მართლაც არსებობს და მისი შვილი ზეცაში განაგრძობს ცხოვრებას.