კორონავირუსის ახალი შემთხევევები: ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1216-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 996 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან სამივე შემოტანილია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაის განმარტებით,  სამი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი  სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე–ღამეში

„სამივე დადასტურებული ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული,  ანუ შემოტანილი შემთხვევები და აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია. ჩვენს ცენტრში უცვლელი მდგომარეობაა,“- განაცხადა მან.

ამ დროისათვის ქვეყნის COVID–ცენტრებში 241 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 82%.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 31 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობაა 1216.

ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა ორი  პაციენტი, ხოლო პანდემიის დასაწყისიდან სულ 996 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 7068 პირი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 250 პაციენტია.

საქართველოს 41 მოქალაქე სხვა ქვეყნებიდან არის გადმოყვანილი, მათგან 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.