იპოვეს ცოცხალი და საღსალამათი: 89 წლის მამაკაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან გაუჩინარებული 89 წლის მამაკაცი მაშველებმა ტყეში იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახლობლების ინფორმაციით, მოხუცს ტყეში გზა აებნა და სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. ის  უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

გურამ საგინაშვილი სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.