წვიმა და სიგრილე: როდის გამოიდარებს საქართველოში

უახლოეს დღეებში სიცხეს სიგრილე შეცვლის. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება – სინოპტიკოსები 15 აგვისტომდე ტემპერატურის კლებას და სიგრილეს პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 9 აგვისტოს

„საქართველოში 7–8 აგვისტოს ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება – ჰაერის ტემპერატურა 31–36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 15 აგვისტომდე ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ პერიოდში 24–29 გრადუსამდე დაიწევს, აღმოსავლეთში კი 28–33 გრადუსამდე.

საქართველოს დედაქალაქში უნალექო ამინდები 11 აგვისტომდე შენარჩუნდება, შემდეგ კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 3–5 გრადუსით დაიწევს.