ნიკა შენგელია: ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 3-4 პროცენტამდე უნდა დასწიოს
© Sputnik
„ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეფინანსირების განაკვეთის 3-4 პროცენტამდე დაწევა, რათა ეკონომიკამ იაფი კრედიტები მიიღოს. ვგულისხმობ როგორც ბიზნეს-სესხებს, ასევე სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებს – რათა ბიზნესსა და ეკონომიკაში გაჩნდეს თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკის გამოჯანმრთელების პროცესი წლობით გაიწელება“, – განუცხადა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოს“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-დან 8.0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.