რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას შეყვარებული სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ვეღარ იცნეს. ახალ ვიდეოში, სადაც ის ბიზნესმენ ლევ დენგოვს დაბადების დღეს ულოცავს, ქეთას ხელმომწერები კითხულობენ, ვინ არის ეს მამაკაცი.
საქმე ისაა, რომ ლევ დენგოვმა ბოლო პერიოდში იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. ბიზნესმენს, როგორც ჩანს, მომღერალთან თანაცხოვრება ძალიან მოუხდა და იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტა – წვერი მოუშვა და ახალი ვარცხნილობა აქვს.
ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ორი თვის წინ ბიზნესმენმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და A'Studio-ს სოლისტი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.
რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.
ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.