მთვარის კალენდარი: 7 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

7 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

ადამიანებში აქტიურობა იკლებს. ადვილად ექცევიან ილუზიების ტყვეობაში. ჭირს ისეთი საქმეების გაკეთება, რომლებიც სიზუსტესა და დეტალებში ჩაღრმავებას მოითხოვს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, რაც დაკავშირებულია როგორც საქმიან, ისე პირად საკითხებთან. მოძალებულია სენტიმენტალური გრძნობები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს, მაგრამ საჭირო იქნება რეალობის აღქმის შენარჩუნებაც, პატიოსანი და გულწრფელი დამოკიდებულება.

რეკომენდებულია ფრთხილი მოქმედება, მშვიდი მუშაობა და მთლიანობაში, დღის მშვიდად გატარება, ირგვლივ მყოფი ადამიანების ყურადღებით მოსმენა და ყველა ინფორმაციის შემოწმება, სერიოზული საქმეების გადადება, ფინანსური საკითხების გადაჭრა, კოლეგებთან და გარშემომყოფებთან ურთიერთობებში მოქნილობა. აჯობებს, თუ მარტო იმუშავებთ და არა გუნდთან ერთად.

არარეკომენდებულია რთული და მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება, შეხვედრების დანიშვნა, მოლაპარაკებების გამართვა, სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო

თუ აუცილებელი არაა, სჯობს, ამ დღეს მგზავრობას მოერიდოთ.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა როგორც შეჭრის, ისე შეღებვისთვის. თმის შეჭრა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად არ გაიზარდოს. შეღებვა კი წარმატებული იქნება, თუ ბუნებრივი თმის ფერთან მიახლოებულ ფერს შეარჩევთ. სჯობს, ამ დღეს თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ.

მებაღეობა: დათესვა–დარგვისთვის არახელსაყრელი დღეა. რეკომენდებულია ნიადაგის მომზადება, მავნებლების განადგურება, მულჩირება (ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით), ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა.