COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში – 7 აგვისტოს მონაცემები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 მილიონს უახლოვდება. მხოლოდ ბოლო 24 საათში ის თითქმის 260 ათასით გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 7 აგვისტოსთვის 18 614 177 შეადგინა, გარდაიცვალა 702 642 ადამიანი, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის – ჯანმოს ვებ-გვერდზე.

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 9 981 204 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 477 225. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში 259 344 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 488 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე–ღამეში

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 19 007 938 შემთხვევა და გარდაცვლილია 713 406 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1213 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 994, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.