ყვითელი ამბები

„კაცი რომ კაცთან დაწვება, მაგათი...“ – სალომე გოგიაშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს

ტელესახემ კორონავირუსის პირობებში სამსახიობი ნიჭი გამოავლინა. ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი.
Sputnik

სალომე გოგიაშვილი სულისშემძვრელი განცხადებებით გამოირჩევა. მის გარშემო სკანდალების ტალღა არ წყდება. ტელეწამყვანის ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გოგიაშვილმა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, როგორ დატოვა ყოფილმა ქმარმა ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ და პირწმინდად გაძარცვა.

სა­ლო­მეს ოთხი შვილი ჰყავს – მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც თავად ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა ახალი ოჯახი, ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც.

პანდემიის დროს სელებრითები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. მათი მეშვეობით უამრავი ადამიანი პოზიტიურ განწყობაზეა. ცნობილი სახეები ხშირად ვიდეორგოლებს TikTok-ის საშუალებით აქვეყნებენ. სალომე გოგიაშვილმა სხვადასხვა პერსონაჟი განასახიერა. ამ პერიოდის მანძილზე პოზიტიური გმირების განსახიერების გამო სალომეს „ფოლოვერების“ რაოდენობა მკვეთრად მოემატა. თაყვანისმცემლები თავად სთხოვენ ამა თუ იმ პოპულარული ვიდეოს რესპონდენტის იმიჯის მორგებას. აშკარაა, რომ ტელესახეს ეს საუკეთესოდ გამოსდის.

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე TikTok-დან სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის ცნობილი ვიდეოს შარჟს აკეთებს. სალომეს ხელმომწერები ითხოვენ, აღარ გაჩერდეს და რეგულარულად განაგრძოს ვიდეოების გადაღება, რადგან ძალიან ახალისებთ.