სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ფოთში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგონას ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

სვანეთში მაშველებმა მდინარეში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დაკარგული გოგონას სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდა 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა.

საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართული იყო სანაპირო დაცვა. ხეობის დათვალიერება ასევე მიმდინარეობდა დრონის მეშვეობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში 4 აგვისტოს, ღამით შევიდა შეტყობინება, რომ ფოთში ხიდიდან ახალგაზრდა გოგონა გადახტა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.