გახარია: შემდგომი ორი წელიც ეკონომიკურად საკმაოდ რთული იქნება
© Sputnik
„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათები გაგრძელდეს ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. სუბსიდირება მოხდება იმავე პრინციპით – 200 კილოვატსაათი ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. რა თქმა უნდა, შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.