გარდაიცვალა ქართველი პოეტი მურმან ჯგუბურია

პოეტის ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე. თავად ჯგუბურიამ ივან ბუნინის ლექსები თარგმნა ქართულად
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართველი პოეტი და მთარგმნელი მურმან ჯგუბურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლისა გარდაიცვალა.

პოეტი ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორი იყო: „ყოფილ, ყოფილა, რა ყოფილა“, „გაზაფხული მოსდევს ზამთარს“, „რჩეული“, „შუადღის კარი“ და სხვ.

დაწერილი აქვს რომანი „ორი თვალი“. ქართულად თარგმნა ივან ბუნინის ლექსები. პოეტის ლექსები კი ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე.

ჯგუბურიას 8 აგვისტოს 14:00 საათზე მახათას მთაზე საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. მას მახათას მთაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.