თბილისში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

მსუბუქი ავტომობილი გურამიშვილის გამზირზე მოძრაობდა, როდესაც ხეს შეეჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „რუსთავი2".

დაშავდა ორი ადამიანი. ისინი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.