ძლიერი ავარია ანანურის ციხესთან: სატვირთო ავტომობილი შენობას შეეჯახა – ფოტო

Sputnik

„საქართველოს სამხედრო გზაზე“, ანანურის ციხესთან, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, ხუთშაბათს საშინელი ავტოავარია მოხდა. მრავალტონიანი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზიდან გადავიდა და ციხის მახლობლად მდებარე შენობას შეეჯახა.

შედეგად – მანქანა გადაბრუნდა, შენობა დაინგრა, დაშავდა შენობაში მყოფი ერთი ქალბატონი.  

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი დაიღუპა, რის თაობაზეც ჟურნალისტებს შემთხვევის თვითმხილველმა აცნობა.

1 / 10
ავტოავარია საქართველოს სამხედრო გზაზე, ანანურის ციხესთან
2 / 10
სატვირთო  ავტომობილი ციხის მიმდებარედ მდგარ  ნაგებობას შეეჯახა, რომელშიც სუვენირების მაღაზია და კაფეა განთავსებული
3 / 10
შედეგად, ავტომობილი ისე დაიმტვრა, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება. თვითმხილველების თქმით, მძღოლი, სავარაუდოდ, დაიღუპა
4 / 10
ანანურის ციხესთან ყოველთვის ხალხმრავლობაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ავარიას მათ შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია
5 / 10
თვითმხილველების თქმით, დაშავდა მხოლოდ ერთი ქალბატონი, რომელიც სწორედ იმ შენობაში იმყოფებოდა, რომელსაც სატვირთო შეეჯახა
6 / 10
შემთხვევის ადგილზე ხალხი შეგროვდა  დახმარების აღმოსაჩენად
7 / 10
მალე ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა
8 / 10
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, წინასწარი ცნობით კი მძღოლმა საჭე  ვერ დაიმორჩილა
9 / 10
პოლიცია და მაშველები ავარიის ადგილზე
10 / 10

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილის ნაწილები  გზაზე გაიფანტა