მსოფლიო დღეს

ტაიფუნის გამო 190-მეტრიანმა ჩანჩქერმა ქვემოდან ზემოთ დაიწყო დენა: ვრცელდება ვიდეო

თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მიედინება 190 მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადი უკუმიმართულებით.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. ტაიფუნმა „ჰაგუპიტმა“ ჩინეთში ჩანჩქერის დინება აიძულა, მიმართულება შეეცვალა და ზემოდან ქვემოთ კი არა, პირიქით, ქვემოდან ზემოთ ედინა, იუწყება Daily Mail.

თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ მიედინება ზემოთ 190 მეტრი სიმაღლიდან გადმოშვებული ნაკადი.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს ქარის სიჩქარე საათში 136 კილომეტრს აღწევდა, რის შედეგადაც ზოგ სანაპირო რაიონში ოთხ მეტრამდე სიმაღლის ტალღები წარმოიქმნა.

ხელისუფლებამ 380 ათასი ადამიანი გაიყვანა ჩჟეციანის პროვინციიდან, სადაც სტიქია ბობოქრობდა.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ პროვინციაში დარღვეულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა, გადაკეტილია ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.