მსოფლიო დღეს

საქართველოს პრეზიდენტმა ლიბანელ ხალხს თანაუგრძნო

ღრმად დამწუხრებული ვარ იმის გამო, რაც მოხდა, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბეირუთში აფეთქების გამო ლიბანელ ხალხს მიუსამძიმრა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბეირუთში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო. ჯერ არ ვიცით დეტალები, რა მოხდა, რამდენი ადამიანი დაშავდა. ძალიან დამწუხრებული ვარ მომხდარით. ჩემი ლოცვა დაღუპულებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – დაწერა ზურაბიშვილმა თავის Тwitter-ში.

სამშაბათს ლიბანის დედაქალაქში, პორტთან მძლავრი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 78 და დაშავდა დაახლოებით 4 ათასი ადამიანი. აფეთქების ცენტრი პიროტექნიკის საწყობი გახდა.