ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საქართველოში კორონავირუსის 15 ახალ შემთხვევაზე საუბრობს.
Sputnik
ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია
„გუშინ გვქონდა 1182 დადასტურებული შემთხვევა. დაემატა 15 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები გაიზარდა თორმეტით. ამ მონაცემების მიხედვით, სამედიცინო ცენტრებში სულ 244 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. კოორნავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო გაჩიანია, სამი არის „შემოტანილი“, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ერთი დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ოთხი პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო კიდევ სამი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.