ყვითელი ამბები

„დედა, ნასვამი ხარ?“ - ნახეთ რა გამოუქვეყნა ლიზა ყენიამ მაია ჯაბუას

შოუ-ბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავებს მათზე არანაკლებ პოპულარული და წარმატებული შვილები ჰყავთ. ლიზა ყენიას და „მზიურელ“ მაია ჯაბუას განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ
Sputnik

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ჯაბუას 22 წლის შვილი პოპულარობით დედას არ ჩამოუვარდება. ისიც მღერის და სხვადასხვა პროექტიდანაც დაამახსოვრა თავი მაყურებელს. თავად დარწმუნდებით მის ნიჭიერებაში თუ მის შესრულებულ სიმღერებს მოისმენთ, ან ცეკვას ნახავთ.

ლიზა დედას სოციალურ ქსელში ხშირად ეხუმრება და შემდეგ სახალისო ვიდეოებს, ფოტოებსა თუ მინაწერებს ასაჯაროებს. ამჯერად ლიზამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ დედასთან მიმოწერა გამოაქვეყნა. მაია ჯაბუა მას სთხოვს გვიანობამდე არ იყოს გარეთ, თუმცა ახალი ტელეფონის გამო შეტყობინების ტექსტი აირია, რაზეც ლიზამ ნასვამობასთან დაკავშირებით იხუმრა.

მაია ჯაბუას ქალიშვილმა კარიერა პატარა ასაკში დაიწყო, ახლა კი წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად მისი პირადი ცხოვრებაც ექცევა. უცნობია ამჟამად დაკავებულია თუ არა მომღერლის გული, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის და რეპერი „ძვალი“, იგივე აჩი ვანეიშვილი ერთად იყვნენ. ოფიციალურად სასიყვარულო ურთიერთობა ჯერჯერობით არცერთს დაუდასტურებია.