კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები – შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

გამოჯანმრთელდა 974 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7076, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1197-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 974 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7076, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.