საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდი 2018 წლის 30 ივნისს დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა – ადინე მელვუს-პეტრუსი გახდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შვილის ქორწილის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოზე მიხეილ, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები, ასევე გიული ალასანია, სანდრა რულოვსი და ყოფილი პირველი ლედის მამა ედუარდ რულოვსი ოჯახის ახალ წევრთან ერთად არიან გადაღებული.
როგორც სააკაშვილი წერდა, მისი რძალი ადინე მელვუს-პეტრუსი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლებოდა ქართულს. რაც შეეხება ედუარდს, ის დაქორწინებისას რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობდა და თანამშრომლობდაBBC-ს National Public Radio-სთან.
2017 წელს ედუარდ სააკაშვილმა სვარტმორის კოლეჯი დაამთავრა. გოგონა სწორედ მისი შეყვარებულია ამ კოლეჯიდან. წყვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობდა. ამჟამად ისინი ბერლინში ცხოვრობენ.
მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ინფორმაციით, ედუარდი ბერლინში ბევრ ადგილზე მუშაობს და ონლაინ ლექციებს კითხულობს საქართველოში. მისი მეუღლე კი მაგისტრატურაში სწავლობს და ამჟამად არ მუშაობს. მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი შვილს ელოდება, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.