თუ ექსპერიმენტის არ შეგეშინდებათ, შედეგს სამ დღეში შენიშნავთ

ამერიკელი დერმატოლოგები განმარტავენ, რა შედეგებს მიიღებთ პირველსავე სამ დღეში, თუ მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ადამიანების უმრავლესობისთვის შხაპის მიღება - დილით თუ საღამოს, სახლიდან გასვლის წინ თუ ვარჯიშის შემდეგ აუცილებელი პირობაა. საშუალო სტატისტიკური ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში ერთ წელზე მეტ ხანს ატარებს აბაზანაში. ეს კი, დერმატოლოგთა აზრით, ძალიან ბევრია.

უნდა დავბანოთ თუ არა ახალშობილს თავი: რჩევა-ბონუსი ცნობილი პედიატრისგან

ექიმები ამბობენ, რომ ყოველდღიური შხაპი კანს დამატენიანებელ შრეს აცლის. ბანაობა ჭუჭყს, ოფლსა და მავნე ბაქტერიებს გვაშორებს, მაგრამ ასევე გვაშორებს ნატურალურ ცხიმებსა და ლიპიდებს, რომლებიც კანს ატენიანებს.
ასე რომ, რაც უფრო ხშირად იღებთ შხაპს, მით უფრო ძნელად ხდება დამატენიანებელი ბაქტერიების აღდგენა.

მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ?

სპეციალისტები ამბობენ, რომ სხეულის სრული გასუფთავებისთვის 3 წუთი ბანაობა სავსებით საკმარისია.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია მშობლებს ბავშვების დაბანის სიხშირის თაობაზე რეკომენდაციას იმის მიხედვით აძლევს, თუ რამდენად ჭუჭყიანია ბავშვი.

თუ 6-დან 11 წლამდე ბავშვი თამაშისას ძალიან გაბინძურდა, რეკომენდებულია აბაზანა ერთხელ-ან ორჯერ კვირაში. ეს იმიტომ, რომ მათ განვითარებად იმუნურ სისტემას ჭუჭყი, ანუ ბაქტერიები და ვირუსებისა თუ ინფექციების მცირე დოზა, სჭირდება.

დერმატოლოგები ამბობენ, რომ თუ ექსპერიმენტის არ შეგეშინდებათ და დაბანაზე ერთი თვით უარს იტყვით, პირველ შედეგებს უკვე სამი დღის შემდეგ შენიშნავთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი დისკომფორტის გადატანა მოგიხდებათ - როგორც თქვენ, ისე გარშემომყოფებს, თუმცა ერთი თვის შემდეგ თქვენს კანზე ჯანმრთელი ბაქტერიების ფენა სრულად იქნება აღდგენილი, ხოლო მუწუკები და გამონაყარი უკვალოდ გაქრება.