ყვითელი ამბები

„რა ყველგან არეშიძე გელანდებათ, ხალხო“ – რატომ დაშორდნენ ანუკი არეშიძე და ნინა ზარქუა

ანუკი არეშიძემ პირველად ისაუბრა იმაზე, რატომ დაშორდა საუკეთესო მეგობარს და როდის დაედო ტაბუ მათ ურთიერთობას.
Sputnik

ცნობილი დიზაინერები ანუკი არეშიძე და ნინა ზარქუა ერთმანეთს ორი წლის წინ დაშორდნენ. საუკეთესო მეგობრების დაშორების მიზეზი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

თავად ნინასა და ანუკისთვის ცალ-ცალკე ბევრჯერ დაუსვამთ კითხვა, რა იყო მათი დაშორების მიზეზი, რადგან წლების წინ ისინი მუდამ ერთად იყვნენ – შოპინგი, გართობა, მოდის სფერო თუ სხვა. თუმცა ისინი ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ.

რამდენიმე დღის წინ კი ანუკი არეშიძე ფოტოგრაფ მარი ნაკანის „ინტაგრამ ლაივში“ იყო სტუმრად, სადაც წამყვანი დაინტერესდა, როდის შეურიგდებოდა ზარქუას. „ეს ცოტა ისეთი თემაა, რომელიც 2018 წლის 2 დეკემბერს საბოლოოდ დაილუქა“, – ასე უპასუხა ანუკი არეშიძემ ნაკანს.

ცოტა ხნის წინ ნინა ზარქუას ფოტოზე მისმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერმა ინგლისურად დაუწერა i love uuu, რაზეც ნინამ უპასუხა: რამე რომ არ შემეშალოს ინგლისურად არაფერს დავწერ. – არეშიძეს წაკბინეთ? – ბატონო? რა ყველგან არეშიძე გელანდებათ ხალხო.

ნინა ზარქუას და ანუკი არეშიძის ცხოვრება მართლაც ჰგავს ერთმანეთს – ორივე მოდელი იყო, ფეხბურთელებზე დაქორწინდნენ და ახლა ორივე დიზაინერია.

მათ ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმეს, დიდი ხანია ერთად გადაღებულ ფოტოებს აღარ აქვეყნებენ და ნინიმ ოდესღაც საუკეთესო მეგობარს მეოთხე შვილის შეძენაც არ მიულოცა.