შარვაშიძე VS ბარამიძეები: ვინ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

რექტორის არჩევნებში მონაწილეობა თსუ-ის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო, რომელთაგან 32-მა ერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორად მეორე ვადით მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.

თსუ-ის რექტორის არჩევნები დღეს, 4 აგვისტოს ჩატარდა. პრეტენდენტებთან გასაუბრება დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით გაიმართა.

შარვაშიძე VS ბარამიძეები: ვინ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

შარვაშიძის გარდა არჩევნებში უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე მონაწილეობდნენ. მათ თითო-თითო ხმა მიიღეს. სამი ბიულეტენი ბათილად ცნეს.

არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო. გიორგი შარვაშიძეს მხარი საბჭოს 32-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გიორგი ბარამიძემ და ცირა ბარამიძემ თითო ხმა მიიღეს. სამი ბიულეტენი ბათილად ცნეს.

არჩევნების შედეგები ძალაში 2020 წლის 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ შევა.

გიორგი შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს.