ყვითელი ამბები

ნინი ბადურაშვილი ლელა წურწუმიას ქმრის მოკვლისკენ მოუწოდებს – რა მოხდა მათ შორის?

ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიას საჯაროდ მიმართა. ნახეთ, რას სთხოვს ლელა წურწუმიას ბადურაშვილი.
Sputnik

ქართულ შოუბიზნესში არ არსებობს მომღერალი, რომელიც მამულაშვილი-წურწუმიას ოჯახთან არ მეგობრობს. მიუხედავად ამისა, ქართული სცენის წარმატებულ შემსრულებლებს შორის ინტრიგები არ წყდება. ნინი ბადურაშვილმა ლელა წურწუმიას სოციალური ქსელით საჯაროდ მამულიჩას მოკვლის თხოვნით მიმართა.

აღნიშნული თხოვნა კი კახა მამულაშვილის დამაინტრიგებელ ქმედებას მოჰყვა. პოპ-დივას პროდიუსერმა ნინის ძველი სურათი გამოუქვეყნა. ამ ფოტოზე ბადურაშვილის სახეცვლილება კარგად ჩანს. მამულიჩამ გასაჯაროებული სურათი ასე დაასათაურა: „გახსოვდეს ლოყები შენი. ვაიმე, დედიკო, დედა. მაპატიე, ბადურ. დამედოსავით".

ნინი ბადურაშვილმა მამულიჩას ქმედება უპასუხოდ არ დატოვა. ის ჯერ ხუმრობით შემოიფარგლა, შემდეგ კი ლელა წურწუმიას ქმრის მოკვლის თხოვნით მიმართა. „გთხოვ, ფოტო კიდე სადმე გამოაქვეყნე", – მიმართა გაბრაზებულმა ბადურაშვილმა მამულიჩას.

ლელა წურწუმია: „მე მოვკლავდი, თვითონ ხო დახატულია“. ლელა წურწუმიას ასეთ პასუხს ნინის შოკისმომგვრელი თხოვნა მოჰყვა: „მოკალი, გთხოვ“. ძველი და ახალი ფოტოებიდან ჩანს, რომ ნინი ბადურაშვილი რადიკალურად შეიცვალა. მამულიჩამ მის დიდ ლოყებზე გააკეთა აქცენტი, რამაც მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გააღიზიანა.

როგორც ჩანს, თავად პროდიუსერმაც საგრძნობლად დაიკლო წონაში, რასაც ლელა წურწუმიას დამცინავი კომენტარიც მოჰყვა. ძველ ფოტოს ახალთან თუ შეადარებთ, კარგად ჩანს, რომ ნინი ბადურაშვილს რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის ცხვირის პლასტიკა და ყვრიმალებისა და ტუჩის კონტურის კორექცია.

ლელა და მისი პროდიუსერი და მეუღლე კახა მამულაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა რთულია. ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. ეს უკანასკნელი ფოტოც მამულიჩამ არქივიდან გაასაჯაროვა.