ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ – ვიდეო

რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო მოვარდნილი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik

რაჭაში ძლიერი წვიმების შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რომლებმაც ონის რაიონში დააზიანა სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორიები. 12 სოფელი, რომლებშიც 2 ათასამდე მოსახლეა, გარე სამყაროს მოსწყდა.

სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებთა ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით განხორციელდა.

ახლა რაჭაში მიმდინარეობს გზისა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 150 მილიონი ლარი იქნება საჭირო.