COVID-19 - ბოლო ცნობები

ბაქოში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის ვადა გააგრძელეს

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ზოგ ქალაქსა და რაიონში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, 5 აგვისტოს 06:00 საათიდან უქმდება sms–ნებართვებისა და ნებართვების სისტემა, რომლებსაც პორტალი icaze.e-gov.az გასცემდა, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

გარდა ამისა, ნებადართული ხდება ქვეყნის ტერიტორიაზე პლაჟებზე გასვლა ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსებისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების მიერ განსაზღვრული წესების დაცვით.

საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანიდან სამშობლოში დაბრუნებას გარკვეულ საათებში შეძლებენ

ამასთან, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, გამკაცრებულია საკარანტინო რეჟიმი ბაქოში, ჯალილაბადში, განჯაში და ზოგიერთ სხვა ქალაქსა და რაიონში. ეს რეჟიმი 31 აგვისტოს 00:00 საათამდე გაგრძელდება.

გასულ დღე–ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებიდან გაეწერა 647 გამოჯანმრთელებული პაციენტი; დაავადებების გართულებების გამო გარდაიცვალა კორონავირუსის მქონე 6 ადამიანი.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 32 584 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 27 760 ადამიანი, გარდაიცვალა – 468.