COVID-19 - ბოლო ცნობები

„შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას“: ჯანმო COVID-19-ის იდეალური საშუალების შესახებ

ჯანმოს გენერალური დირექტორი იმედს არ კარგავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე კლინიკური გამოცდები რამდენიმე ეფექტურ ვაქცინას გამოავლენს.
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. ამ დროისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ იდეალური პრეპარატი არ არსებობს და შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

ჯანმომ საგანგებო ვითარება მსოფლიოში ისევ გაახანგრძლივა: ცნობილია ვადა

მისი თქმით, ახლა არაერთი ვაქცინა გადის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას და არსებობს იმედი, რომ მსოფლიო „რაღაც რაოდენობის ეფექტურ ვაქცინას მიიღებს“.

„მაგრამ ამ მომენტისთვის არ არსებობს იდეალური საშუალება და გამორიცხული არ არის, რომ მან არც არასდროს იარსებოს“, ― განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ორშბათს გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 17 889 134 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 686 145 კაცი გარდაიცვალა.