თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამი თვით გაახანგრძლივა საერთაშორისო საგანგებო ვითარების რეჟიმი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, იუწუება ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტი.
კომიტეტმა საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების რეკომენდაციით ჯანმოს გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეიესუს მიმართა, რომელიც დაეთანხმა წინადადებას.
„ამჟამინდელი პანდემია არის კრიზისი, რომელიც ას წელიწადში ერთხელ დგება და მის შედეგებს კიდევ ათობით წლის განმავლოვბაში ვიგრძნობთ“, — განაცხადა ჯანმოს გენდირექტორმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის ბევრი საკითხი უკვე გადაჭრილია, მაგრამ კიდევ ბევრი პრობლემა ჯერ ისევ მოუგვარებელი რჩება.
აღსანიშნავია, რომ ჯანმოს საგანგებო სიტუაციატა კომიტეტის რიგით მეოთხე სხდომა იყო, რომელიც 18 ექსპერტისა და 13 კონსულტანტისგან შედგება. მისი მიზანია მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის შეფასება და რეკომენდაციების გაცემა ინფექციის გავრცელების ეფექტური შეკავებისთვის. წინა სხდომები 22–23 იანვარს, 30 იანვარსა და 30 აპრილს გაიმართა. კომიტეტის მორიგი სხდომა კი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩატარდება.